“დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით დავიმსახურეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ კონსენსუსის გამონახვას და საქართველო ამჯერად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

“ჩვენ ჩვენი თვისებით უზრუნველვყავით ის, რომ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების, მათ შორის, დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით დავიმსახურეთ, მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე. ინდივიდუალური პროცესების ხარჯზე ხდება ყოველ ჯერზე გადაწყვეტილებების მიღება,” –  აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დღეს და ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები