ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე LED სანათები მონტაჟდება

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გარე განათების ბოძებზე მძლავრი ნათების მქონე ეკონომიური LED სანათები მონტაჟდება.

“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, არსებული სანათები არ იყო საკმარისი სიმძლავრის, რის გამოც პრობლემა ექმნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთლიან გამზირზე 212 ერთეულ LED სანათს ამონტაჟებენ.

მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე გაეცნენ.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განათების პრობლემის მოგვარება. სამუშაოები დღესვე დასრულდება. თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით სრულად განათდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. ღამის საათებში მოქალაქეებს ამ მხრივ პრობლემა აღარ შეექმნებათ“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

სამუშაო პროცესში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 70-მდე თანამშრომელი და ადგილზე მობილიზებულია 21 ერთეული სპეცმანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები