ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო,ვიდეო)

ინდონეზიის კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში ვულკან მარაპის ამოფრქვევას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონაში მყოფი კიდევ 12 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამ დროისთვის, უსაფრთხოების მიზნით, მათი სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია.

სუმატრაში ვულკან მარაპის ამოფრქვევა 3 დეკემბერს დაიწყო.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის ტერიტორიაზე 75 ადამიანი იმყოფებოდა. 49 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. მიღებული დამწვრობის გამო, ბევრ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ვულკანმა ფერფლი 3 კმ სიმაღლეზე გადმოაგდო, რომელმაც რამდენიმე სოფელი დაფარა. ვულკანის სიმაღლე 2891 მეტრია.

ინდონეზიის ხელისუფლებამ განგაშის მე-2 დონე გამოაცხადა, ხალხს კრატერთან 3 კილომეტრის მანძილზე მისვლა აუკრძალეს.

კუნძულ სუმატრაზე მარაპი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, მისი ყველაზე დამანგრეველი ამოფრქვევა 1979 წლის აპრილში მოხდა, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა.

ინდონეზიაში 127 აქტიური ვულკანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები