როგორია წმინდა გიორგის ლეგენდის ეგვიპტური ვერსია

წმინდა გიორგისა და გველეშაპის ამბავი საკმაოდ გვიან ეპოქას ეკუთვნის.

ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაზე ძველ წყაროდ ქართული ჩანაწერი მოიხსენიება და ამ ამბავს უკავშირებენ იაზონისა და მედეას მითსაც. იგულისხმება ის, რომ ავტორმა, როდესაც წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის დამარცხება აღწერა, არქეტიპური აზროვნების ის ნაწილი “გაააქტიურა”, რომელიც ხალხში გადმოცემით ისედაც არსებობდა.

დასავლურ ეკლესიაში დრაკონის განმგმირავი წმინდა გიორგი უფრო გვიანი, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეს უკავშირდება და თანამედროვე მკვლვარები ამბობენ, რომ დრაკონისა და წმინდანის ამბავი რამდენიმე უფრო ძველ მითს შეიძლება უკავშირდებოდეს.

ძალიან საინტერესოა წმინდა გიორგის ისტორიის კოპტური, კაპადოკიური და იგივე ეგვიპტური ვარიანტები.

პირველი და ყველაზე საინტერესო ძველი ეგვიპტეა. ესაა ანუბისისა და რას შერკინების ამბავი, როცა ნავით შეჯიბრის დროს რამ ანუბისი წყალში გადააგდო. ეს უკანასკნელი გადაიქცა დრაკონად და ისე დაესხა თავს რას, რის შემდეგაც შუბით განგმირეს.

მეორე ამბავი Legenda Aurea – იაკობ დე ვორაგინეს წიგნია, რომლის მიხედვითაც, წმინდა გიორგისა და დრაკონის ამბავი ერთი ლიბიური ლეგენდის გადამღერებაა, რომელიც გვიყვება, რომ ერთხელ, წმინდა გიორგიმ ჩაიარა ქალაქ სელენთან, რომლის ახლოს ბოროტი გველეშაპი სახლობდა და კვირაში ერთ ახალგაზრდას ჭამდა.

წმინდა გიორგიმ შესთავაზა ქალაქელებს გველეშაპის დამარცხება, თუ ყველა მოინათლებოდა ქრისტიანად.

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა წმინდა გიორგის წამების კაპადოკიელი ავტორის ჩანაწერი, სადაც ის წერს ვინმე “დადიანუსზე”. პირდაპირ კავშირზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ, შესაძლოა, რომ დადიანუსსა და დადიანებს შორის კავშირი მთლად თითიდან გამოწოვილი არ იყოს.

ციტატა:

“He Told Dadianus, the Governor taht he had been on Earth a worshiper of stupid, dumb deaf and and blind “Apolo”.

ისევ წმინდა გიორგის ხატს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ჩანს, წმინდანის ხატის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ შუბიანი მეომარი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონია დრაკონებთან და გველეშაპებთან.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები