მეცნიერებმა აღმოაჩინეს „იდეალური მზის სისტემა”, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმარება
თუკი ჩვენ სხვადასხვა ზომის პლანეტების ნაკრები მივიღეთ, ახალაღმოჩენილ სისტემაში პლანეტები, დაახლოებით, ერთი ზომისანი არიან, თანაც ისინი თითქმის არ შეცვლილან 12 მილიარდი წლის განმავლობაში.
მეცნიერებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ვინაიდან პლანეტების პირვანდელი სახეები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, როგორ ფორმირდებოდა ეს სამყაროები და არის თუ არა იქ სიცოცხლე.
კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
პლანეტებს არა მხოლოდ მსგავსი ზომები აქვთ, არამედ ისინი სინქრონულადაც კი ბრუნავენ – მზის სისტემისგან განსხვავებით, სადაც ორბიტები ერთმანეთთან არაფრითაა დაკავშირებული.
სანამ ვარსკვლავთან ახლოს მდებარე პლანეტა მის გარშემო სამ ბრუნს აკეთებს, მომდევნო პლანეტა ორი ბრუნის გაკეთებას ასწრებს – და ასე შემდეგ, მეოთხე პლანეტამდე… შემდეგი ორი პლანეტის ორბიტული სიჩქარეების თანაფარდობა ორ ყველაზე შორეულ პლანეტასთან შეადგენს – 4:3.
ეს რთული პლანეტარული ქორეოგრაფია იმდენად ზუსტია, რომ მეცნიერება შექმნეს ციკლური მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ფილიპ გლასის სტილის კომპოზიციას ჰგავს, ნოტებით და რითმებით, რომელიც თითო პლანეტას და მათი ბრუნვის პერიოდს შეესაბამება.
„ის იდეალურია პლანეტების წარმოქმნის პროცესის შესასწავლად, ვინაიდან ამ სისტემის შექმნა არ ყოფილა იმდენად ქაოსური, როგორიც – ჩვენი სისტემის“, – განმარტა მან.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ასტრონომებმა ათასობით ვარსკვლავური სისტემის აღმოჩენა მოახერხეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო იდეალური პლანეტების ფორმირების შესასწავლად. ერთნაირი ზომა და ცვლილებების არარსებობა იდეალური საჩუქარია მეცნიერებისთვის, რომლებიც შედარებით ანალიზს აკეთებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ შეძლებენ, ხელახლა შექმნან მზის სისტემის ფორმირების და განვითარების სურათი.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც „იდეალური სისტემას“ აქვს, ეს გახლავთ მისი კაშკაშა მზე, რომელიც მეცნიერებს პლანეტების ატმოსფეროებში სიცოცხლის კვალის ძებნაში დაეხმარება.