რუსეთში აცხადებენ, რომ დონეცკის მიმართულებით დასახლებული პუნქტი არტიომოვსკოე დაიკავეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების “სამხრეთის” ჯგუფმა დონეცკის მიმართულებით დასახლებული პუნქტი არტიომოვსკოე დაიკავა.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ერთ დღეში 250-მდე უკრაინელი სამხედრო მოკლეს და 5 ტანკი გაანადგურეს.

გარდა ამისა, მათი მტკიცებით, შუმის, არტიომოვსკოეს და კლეშჩეევკას დასახლებების რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე მექანიზებული, 77-ე საჰაერო და მე-5 თავდასხმითი ბრიგადების სამი თავდასხმა მოიგერიეს.

„მტერმა 250-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხუთი ტანკი და 12 მანქანა. ასევე, განადგურებულია აშშ-ში წარმოებული საარტილერიო სისტემა M777; თვითმავალი საარტილერიო დანადგარი -M109 Paladin-ი; ორი ჰაუბიცა – D-30 და ერთი D-20; საბრძოლო მანქანა Grad MLRS საბრძოლო მანქანა “, ასევე, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური Bukovel-AD და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების საწყობი”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები