ირაკლი ზარქუა: სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე თაფლში უნდა ჩასვა

“სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი უნდა გამოფინო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია თუ ჩაერთვება – მმართველი გუნდი მზადაა სამუშაოდ.

“როგორც მაშინ იქცეოდნენ, არცერთი არ შემოსულა ეს რადიკალი. ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ამბობდნენ გუშინ. მეცინებოდა, ვაშაძე რომ იდგა და “ეე მონაპოვარიო”, მეცინებოდა. როგორ შეიძლება, თქვა, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს. აქ ვერ შემოვიყვანეთ, ყველა წინააღმდეგ მუშაობდა. სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო. ოღონდ მათი ტექსტებიც უნდა იყოს. რას ჰყვებოდნენ მანამდე და მას შემდეგ. ეს არის ორი განსხვავებული რა. ცუდია, აქეთა ფლანგზე რომ არ ისხედით, როგორი ლამაზი სურათი იყო იცით, უნდა გეყურებინათ. თუ ვინმე გონს მოეგება რადიკალებისგან და კონსტრუქციულ მხარეს გადმოვა, კი ბატონო, შემოვიდნენ, იმუშაონ, ჩვენ მზად ვართ და ერთობლივი პროდუქტი იქნება”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები