შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტად ბესიკ ხატიაშვილი დაინიშნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტად ბესიკ ხატიაშვილი დაინიშნა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სერჟანტთა კორპუსს ხატიაშვილი თავად წარუდგინა და ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბესიკ ხატიაშვილს დღემდე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარი სერჟანტის თანამდებობა ეკავა. მან შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე ალუდა კოპალიანი შეცვალა. ცვლილება სერჟანტთა კარიერული განვითარების კონცეფციის საფუძველზე განხორციელდა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარი სერჟანტი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ მედლით დაჯილდოვდა. ალუდა კოპალიანი კარიერას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები