დავით ქართველიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ვერც ერთი კრივი თუ სამბოს ილეთები ამ ორის ჩხუბის დროს, ვერ შეედრება MMA-ს ტურნირებს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ის ამბობს, „კი თამარ, შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და მედიას აკონტროლებდა „ნაციონალების” დროს – ახლა გააგრძელე, „ნანულაა” და ფეხების ბაკუნი” სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ კრივი თუ სამბოს ილეთები ამ ორის ჩხუბის დროს, ვერ შეედრება MMA-ს ტურნირებს.

„ქალთა შორის სპორტული ორთაბრძოლების პრაქტიკაში, ყველაზე მაღალი სისასტიკით გამოირჩევა შერეული ორთაბრძოლები, განსაკუთრებით Ultimate Fighting Championship-ის დონის ტურნირებზე, სადაც შერწყმულია დარტყმითი ტექნიკა და ჭიდაობა, ხოლო მინიმალური ეკიპირება და ფართო ტექნიკური არსენალი – ქალბატონებს მაქსიმალურად აახლოებს რეალურ კონფლიქტთან.

თუმცა აქაც საქმე არ გვაქვს უკონტროლო აგრესიასთან, არამედ მკაცრად რეგულირებულ სპორტთან, სამედიცინო კონტროლით, მსაჯთა ჩარევითა და მკაფიო შეზღუდვებით. განსხვავებით ქართულ “ოპოზიციურ” სპექტრში ქალთა შორის დამკვიდრებული დაუნდობელი პაექრობისაგან. ვერც ერთი კრივი თუ სამბოს ილეთები ამ ორის (და არა მხოლოდ) ჩხუბის დროს – ვერ შეედრება MMA-ს ტურნირებს. მოიმარაგეთ “პოპ-კორნი” – სამარხვოა…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები