ქართველი სამხედრო მფრინავები დააჯილდოვეს (ფოტოკოლაჟი)
მარნეულის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედრო მფირნავების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ტავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა ავიაშოუში მონაწილე სამხედრო მფირნავებს მადლობის სიგელები პირადად გადასცა.
მთივე ინფორმაციით, მფრინავებმა, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ნიშნად, აშშ-ის საელჩოსგან საჩუქრად სამკერდე ნიშნები და ამერიკის ისტორიის შესახებ წიგნებიც მიიღეს.
ღონისძიება ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ალექსანდრე ქართველიშვილის საზოგადოების წევრები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.