“არალოგიკურია, რომ თითქოს თავდაცვის კოდექსში ცვლილებები არჩევნებთანაა დაკავშირებული” – გრიგოლ გიორგაძე
“არალოგიკურია, რომ თითქოს თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია არჩევნებთან”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რამდენჯერმე გაიჟღერა, თითქოს, ცვლილებები რაიმენაირად დაკავშირებულია არჩევნებთან, ეს არალოგიკურია, რადგან რა ცვლილებებზეც ვსაუბრობთ ონლაინ სტუდენტებთან დაკავშირებით, 2025 წლიდან შევა ძალაში. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რაც დაკავშირებულია სასამართლოში საქმის წარმოების დაჩქარებასთან, აქ ლოგიკაა ის, რომ დროულად დასრულდეს საქმის განხილვა თუ გადაწყვეტს ახალგაზრდა, რომ არასწორად მოხდა მისი ჯარში გაწვევა. ეს არის არსი, რომ გასაჩივრების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს და ხანგრძლივი სასამართლო პროცესებით არ მოხდეს ჯარის თავიდან არიდება. ეს ნაწილი ახლავე შედის ძალაში, როცა კანონს მივიღებთ“, – განაცხადა გიორგაძემ.