თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ე.წ. ზებრაზე გადადიოდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„კვირა“ მომხდარის დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები