ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად, 60 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლული.
არსებული ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი – სათევზაოდ. სანადიროდ მყოფი მამაკაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად მეორე მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.