საქართველოს მთავრობა შიდა ქართლში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეო რგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა შიდა ქართლში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეო რგოლს ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეგიონში აშენდა 15 საბავშვო ბაღი, განხორციელდა ბაღების რეაბილიტაციის 228 პროექტი, მიმდინარე წელს იგეგმება 24 ბაღის სამშენებლო სამუშაოების დაწყება, 4 ბაღის რეაბილიტაცია. აშენდა 16 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლებში რეაბილიტაციის 95 პროექტი, მიმდინარე წელს იგეგმება 3 სკოლის სამშენებლო სამუშაოების დაწყება, 7 სკოლის რეაბილიტაცია. განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 471 პროექტი – 651,3 კმ, მიმდინარეობს 16 პროექტი – 18 კმ. აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 62 ხიდი, განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 239 პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 პროექტი, გაზიფიცირდა 261 დასახლებული პუნქტი, ამჟამად მიმდინარეობს 2 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება, მოეწყო და რეაბილიტირდა 124 სკვერი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 8 სკვერის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები