ხმაური პარლამენტში – დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ხმაურია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა.

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა.
მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.
სიტყვიერი დაპირსპირება და დაძაბული ვითარება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები