მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვაში ვიზიტის დროს ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენს მაია სანდუს ძაღლმა – კოდრუკმა უკბინა.

ინციდენტი TVR Moldova-ის სიუჟეტში მოხვდა.

ავსტრიის პრეზიდენტი, თავის სლოვენიელ კოლეგა ნატაშა პირც მუსართან ერთად, ვიზიტით კიშინიოვში კოლეგა სანდუსთან იმყოფებოდა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა მათ თავისი ძაღლი გააცნო.

გაცნობის მომენტში ვან დერ ბელენს კოდრუკის მოფერება მოუნდა, მაგრამ ძაღლმა მას ხელზე უკბინა.

ამის შემდეგ, ავსტრიის პრეზიდენტთან ოფიციალურ ფოტოებში ჩანდა, რომ მას ხელი ჰქონდა შეხვეული.

სანდუმ ადრე თქვა, რომ კოდრუცი არის მაწანწალა ძაღლი, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები