ვახო ხუზმიაშვილი – ლევან სამუშიას: მოგწონთ თუ არ მოგწონთ, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს ხალხს ევროკავშირში

[ევროკომისიამ] პირდაპირ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას სამუშიასა და ხუზმიაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

ვახო ხუზმიაშვილმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრს უპასუხა, რომ სტატუსი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებსაც ევროკავშირში საქართველოს მთავრობა წარმოადგენს.

„თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს ხალხს ევროკავშირში“, – თქვა ხუზმიაშვილმა.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები