“უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 310 ათას ჯარისკაცს უახლოვდება” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის წინააღმდეგ ომში ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალების დანაკარგი 800 სამხედროს შეადგენს.

ამის შესახებ უკრაინის გენშტაბში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის არმიამ თითქმის 310 ათასი სამხედრო დაკარგა, კერძოდ კი, 309 520 პირი.

რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ დანაკარგს: ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 5 317 ტანკი; 10 017 ჯავშანტექნიკა; 7489 საარტილერიო სისტემები; 877 რეაქტიული სისტემა; 578 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 5595 დრონი; 9876 საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები; 1060 სპეციალური აღჭურვილობა; 322 თვითმფრინავი; 324 ვერტმფრენი; 20 ხომალდი/ნავი და ერთი წყალქვეშა ნავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები