გაზეთი ,,სამტრედიის მაცნე” 93 წლისაა

გაზეთი ,,სამტრედიის მაცნე” 1930 წლის 5 ნოემბრიდან გამოდის.

გაზეთი ,,სამტრედიის მაცნე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობით, დაუღალავი და კეთილსინდისიერი შრომით ქმნიდა ისტორიას, რომელიც უტყუარი მაცნეა ჩვენი წარსულისა. ასე გრძელდება დღემდე,- ამის შესახებ სამტრედიის მერიაში აცხადებენ.

გაზეთის რედაქცია ყოველთვის მოვლენების ობიექტურ გაშუქებას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას მხარდამხარ მიჰყვება.

“ვულოცავ ,,სამტრედიის მაცნეს” 93 წლის იუბილეს. კვლავაც გეღვაწოთ ჩვენი ქალაქის და სამშობლოს საკეთილდღეოდ ! გისურვებთ წარმატებებს”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები