გორში, არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორში, არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მოზარდები ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ალაპარაკდნენ. არსებული ინფორმაციითვე, გამოიკითხნენ სავარაუდო დაზარალებულები და სავარაუდო დამნაშავეებიც. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად რეალურია ჩვენებები, რომლებიც ბავშვებმა მათი აღმზრდელების წინააღმდეგ მისცეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები