ოკუპანტებმა ხარკოვზე მასშტაბური იერიში მიიტანეს (ფოტო, ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში დრონებით მიიტანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხარკოვის პოლიციის ცნობით, იერიშების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა მანქანებს, ავტოფარეხებს, საცხოვრებელ კორპუსს, ავტოგასამართ სადგურს და ადმინისტრაციულ შენობას.

ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლიკვიდირებულია.

ასევე, დაზიანდა დამხმარე შენობები. დრონის ფრაგმენტი  მოხვდა სასწავლო დაწესებულებას, რომლის მეორე და მესამე სართული, ასევე, სახურავი დაზიანდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ “რაშისტებმა” ხარკოვზე იერიში 10 ირანული დრონით მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები