კარასინი და აბაშიძე პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხს განიხილავენ

მარტის დასაწყისში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილება,- ამის შესახებ კომენტარი გრიგორი კარასინმა გააკეთა.
„რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას ბატონ აბაშიძესთან, ის შესაძლოა მარტის დასაწყისში გაიმართოს. დღის წესრიგი ადრინდელი იქნება – პრაქტიკული გზები ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხებით ჩვენი პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ – მინისტრის სიტყვების გათვალისწინებით ორი ქვეყნის ხელმძღვანელის შეხვედრის შესაძლებლობის საკითხსაც”, _ განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები