“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი სპონსორი „აბრეშუმის გზის ფორუმის“, რადგან სწორედ ასეთი ტიპის მასშტაბური ფორუმები, ასეთი ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი, საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში”, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს.
„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ტრანსპორტირების, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში. ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად და ეფექტიანად შესასრულებლად, საჭიროა სწორედ გლობალური სურათი გავიაზროთ და გავითავისოთ, რა არის ჩვენი როლი, რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში. სწორედ ამ ტიპის ფორუმები, სადაც ხდება ახალი კომუნიკაციების შექმნა, მსხვილ კომპანიებთან ურთიერთობა, ამის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ფხაკაძემ.