სად არის გადაღებული ავთანდილ ბერიძის პოპულარული ფოტო ბორანზე – კურიოზული შეფასებები

პორტალ “კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, სად არის გადაღებული ფოტო, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ოფიციალური პირები არიან აღბეჭდილნი.
ფოტო, რომელსაც ფეისბუქის მომხმარებლებში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა, უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლშია გადაღებული, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს 5-კაციანი დელეგაცია, მათ შორის ბერიძე ტერნოპოლის საოლქო საბჭოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ. ფაქტი, რომ ფოტო უკრაინაშია გადაღებული, “კვირას“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც დაუდასტურეს. ფოტოზე ჩანს, რომ ბერიძე ოფიციალურ სამოსში ბორანზე ზის. ფოტოს ფეისბუქის მომხმარებლები სხვადასხვა ინტერპრეტაციით ასათაურებენ.10580334_295867627286094_241855305_n
„ცუდებო, გაანებეთ ავთო ძიას თავი, დაიღალა და უფლება არ აქვს, წყლისა პირს ფიქრთ გასართველად გავიდეს?“, “რას ერჩით, VIP ადამიანია და ეკუთვნის“, “შერეკილები”, ოღონდ წყალში, “ის მეორე დაქირავებული ჰყავს, დასვა, რო არ აყირავდეს“, „ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი მახსენდება“, “და ცოტა შილიფად რომ ჩაეცვათ“… აჭარის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე აქამდეც არაერთხელ გამზდარა ხმაურიანი განხილვების ობიექტი.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც მას ქოლგის დამჭერი ახალგაზრდა მამაკაცი ემსახურება, ასევე განხილვა მოჰყვა აჭარის საბჭოს თავმჯდომარის მეორე ფოტოსაც, სადაც ის შიშველი ზის სავარძელში და მხარზე თეთრი ბაჭია ჰყავს. გავრცელდა ხმები, რომ ყოველთის, როდესაც ის ლიფტში შედის, ღილაკს მის ნაცვლად დაცვა აჭერს ხელს. ბერიძემ საკუთარ თავს „VIP პერსონის“ სტატუსი მიანიჭა და განმარტა, რომ ვიპ – პერსონა ნიშნავს განსაკუთრებული თანამდებობის პირს და ის განსაკუთრებული თანამდებობის პირია . აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის სამსახურებრივი ავტომანქანა ბათუმის ბულვარში დააფიქსირეს.ბულვარის ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა კი კანონით აკრძალულია. 2013 წლის მიწურულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც “ტოიოტა პრადო” და “ტოიოტა კამრი” ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, “ტოიოტა პრადოს” 2014 წლის მოდელი მოემსახურებოდა. სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირს. თავის დროზე ავთანდილ ბერიძის საქმიანობით ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაინტერესდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე- პრემიერი სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.

10579948_295867667286090_305946723_n

10681939_295867643952759_1296515879_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები