პალესტინის შსს-ს ცნობით, ღაზას სექტორში ღამით განხორციელებულ თავდასხმებს დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა

ღაზას სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არის დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული. ინფორმაციას “ბიბისი” პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დარტყმები გასულ ღამეს და დღეს, დილით განხორციელდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა მასალები, რომლებშიც ჩანს აფეთქებული შენობები და სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალი, რომლებსაც ნანგრევებიდან დაღუპულების ცხედრები ამოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები