ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამო, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.
ფოტო: TV25.GE