თავდაცვის მინისტრი: ვეტერანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანებს 17 ოქტომბერი, ვეტერანების დღე მიულოცა.

„ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თითოეულ ვეტერანს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები