გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სპორტული მოედნისა და ტრენაჟორების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი მიხედვით, ფეხბურთის მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, გარე განათება, ღობე, ფეხბურთის კარები.

სივრცეში, სადაც იგეგმება გარე მოხმარების სავარჯიშო ინვენტარის მონტაჟი, მოეწყობა დეკორატიული ბორდიურები, კაუჩუკის ფილები.

პროექტები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები