უხვმა ნალექმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია – წარმოიშვა მეწყერსაშიში ზონები

უხვმა ნალექმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯვარცხმაში, ერკეთში, დიდივანში, ხევში, გუთურსა და ხიდისთავში წარმოიშვა მეწყერსაშიში ზონები. რამდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

“ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.

ჩოხატაურის მერი – დავით შარაშიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სტიქიის შემსწავლელ კომისიასთან ერთად, სოფლებში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

კომისია შეისწავლის დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და დაადგენს ზარალის ოდენობას.

მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მოქმედებს ცხელი ხაზი: 555 20 44 22”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები