პოპულარული სწრაფი კვების ქსელების რესტორნები თავდაპირველად – როგორ დაიწყო ეპოქა (ნაწ.1)
სწრაფი კვების რესტორნების სამშობლო რომ ამერიკაა, ეს დღეს ყველამ იცის. ახლა ამერიკული ქსელები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერი ერთი რესტორნით იწყებოდა…
ამ კომპანიების დამფუძნებლებს ხშირად არც ჰქონდათ ბევრი ფული, თუმცა მათი მიზნები ნამდვილად მასშტბური იყო. მოდი, დავიწყოთ:
Burger King
„ბურგერ კინგი“ (Burger King) — სწრაფი კვების ჰამბურგერებზე ორიენტირებული რესტორნების გლობალური ქსელია. მისი სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ფლორიდის შტატში.
„ბურგერ კინგის“ წინაპარი 1953 წელს დაარსდა ფლორიდის შტატ ქალაქ ჯექსონვილში. მისი სახელი თავდაპირველად იყო „ინსტა-ბურგერ კინგი“. დამფუძნებლები იყვნენ ჯონ კრამერი და მისი ცოლის ბიძა მეთიუ ბარნსი, რომლებმაც პირველი მაღაზიები რკინიგზის სადგურის ირგვლივ გახსნეს. ჰამბურგერებმა სულ მალე მოიპოვა პოპულარობა და საოცარი წარმატება. რასაც ფრანჩაიზების გაცემაც მოყვა. 1959 წელს, სათავო კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა და ის მაიამის ერთ-ერთმა ფრანჩაიზერმა კომპანიამ იყიდა. მყიდველებმა „ინსტა-ბურგერ კინგს“ პირველყოვლისა სახელი შეუცვალეს და მას უბრალოდ „ბურგერ კინგი“ უწოდეს.
ამჟამად „ბურგერ კინგი“, 30 000-ზე მეტი რესტორნით, არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი სწრაფი კვების ჰამბურგერების სარესტორნო ქსელში. მისი რესტორნები წარმოდგენილია მსოფლიოს 80 ქვეყანაში.
კომპანიის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს ჰამბურგერები, ფრანგული ფრი, გამაგრილებელი სასმელები და სხვადასხვა დესერტი.
Chick-fil-A
Chick-fil-A ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორანია. ამ რესტორანში მხოლოდ ქათმის ხორცისგან დამზადებული ბურგერები/სენდვიჩები იყიდება. მისი სათავო ოფისი ჯორჯიას შტატში მდებარეობს.
1961 წელს, ტრუეტ კეტიმ აღმოაჩინა ისეთი შესაწვავი აპარატი, რომელიც ქათმის სენდვიჩს იმავე დროში ამზადებდა, რამდენიც სჭირდებოდა ჰამბურგერის დამზადებას. სწორედ ამის შემდეგ დაერქვა რესტორანს ეს სახელი და Chick-fil-A-ის სლოგანიც გამოჩნდა: ” ჩვენ არ გამოგვიგონებია ქათამი, მხოლოდ ქათმის სენდვიჩი”. პირველი ფილიალი 1967 წელს გაიხსნა.
2008 წელს, Chick-fil-A პირველი სწრაფი კვების რესტორანი გახდა, რომლის პროდუქტიც არ შეიცავდა არანაირ უჯერ ცხიმებს, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
Chick-fil-A-ს რესტორნების ქსელში 2605-ზე მეტი ფილიალია. ფილიალები უმეტესად აშშ-ში მდებარეობს, სულ 48 შტატში. მოგვიანებით ფილიალები გაიხსნა კანადასა და დიდ ბრიტანეთში. Chick-fil-A-ში შეგიძლიათ მიირთვათ საუზმის ლანჩის და სადილის მენიუები.
რესტორნის მფლობელი დიდ ყურადღებას აქცევს რელიგიურ ტრადიციებს. იგი კვირაობით დაკეტილია. კვლევების მიხედვით, ყოველწლიურად კომპანია 1 მილიარდ აშშ დოლარს კარგავსას ამ მიზეზით. იგი ასევე დაკეტილია შობას და მადლიერების დღეს.
Domino’s
„დომინოს პიცა“ ან უბრალოდ „დომინოსი“ — ამერიკული მულტიეროვნული პიცის სარესტორნო ქსელი, რომელიც 1960 წელს დაარსდა. „დომინოსის“ სათავსო ოფისი მდებარეობს ენ-არბორში, მიჩიგანის შტატში.
თავდაპირველად „დომინოსის“ რესტორნები მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობდა. 1983 წლის 12 მაისს, სარესტორნო ქსელმა პირველად გახსნა რესტორანი ამერიკის საზღვრებს გარეთ. ეს რესტორანი კანადაში, მანიტობას პროვინციაში, ქალაქ უინიპეგიში გაიხსნა.
„დომინოსის“ მენიუ რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მის ამჟამინდელ ამერიკულ მენიუში წარმოდგენილია ამერიკული და იტალიური კერძები. პიცის გარდა, სხვა კერძებია: მაკარონი, პურის თასები და ღუმელში გამომცხვარი სენდვიჩები. მენიუ ასევე მოიცავს სასმელებსა და დესერტებს.[6]
დაარსებიდან ადრეულ 90-იან წლებამდე დომინოსის პიცის მენიუ სხვა სწრაფი კვების ობიექტების მსგავსი იყო, სახლში მიტანის სერვისით. ამ პერიოდში კერძები მოიცავდა მხოლოდ პიცას (ორი ზომის: 16 ინჩიანი და 12 ინჩიანი) და კოკა-კოლას.
Dunkin’ Donuts
Dunkin’ Donuts (ქართ. დანკინ’ დონატსი — სიტყვასიტყვით, დანკინის ფუნთუშები), შემოკლებით Dunkin’ — ამერიკული მულტინაციონალური სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, დაფუძნებული კანტონში (მასაჩუსეტსი, აშშ).
იგი დაარსდა უილიამ როზენბერგის მიერ. წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყავისა და გამომცხვარი პროდუქტების ქსელს. Dunkin’ Donuts 36 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) 12 000-მდე რესტორანს ფლობს. ქსელის პროდუქტებს შორისაა ფუნთუშა, ბეიგელი და სხვა გამომცხვარი პროდუქტი, აგრეთვე მრავალი სახის ცივი და ცხელი სასმელი. Dunkin’-ის ქსელს ფლობს კომპანია Dunkin’ Brands.
KFC
„ქეი ეფ სი“ (KFC, სრული სახელი Kentucky Fried Chicken [ითარგმნება როგორც: კენტუკის შემწვარი ქათამი]) — ამერიკული სწრაფი კვების რესტორანთა ქსელი, სათავო ოფისი მდებარეობს ლუისვილში, კენტუკში.
სწრაფი კვების ობიექტი სახელგანთქმულია შემწვარი ხორცით. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 150 ქვეყანაში ქეი ეფ სის 22 621 რესტორანი მდებარეობს.
ისტორია კი ჰარლანდ სანდერსიდან დავიწყოთ… ის დაიბადა 1890 წელს და გაიზარდა ფერმაში, ჰენრივილიში, ინდიანას შტატში. როდესაც სანდერსი ხუთი წლის იყო, მამა გარდაეცვალა და დედამ აიძულა საკონსერვო ქარხანაში ემუშავა. ამის გამო სანდერსი, როგორც უფროსი ვაჟი, ზრუნავდა თავის ორ უმცროს და-ძმაზე. მუშაობის დროს იგი მრავალ პროფესიას დაეუფლა. სახლის დატოვების შემდეგ, ცამეტი წლის ასაკში ისწავლა მომზადებაც. 1930 წელს დამკვიდრდა ჩრდილოეთ კორბინში, კენტუკის შტატში, სადაც ამზადებდა კერძებს, როგორებიცაა: შემწვარი ქათამი და შემწვარი ლორი. ის ოთხი წლის გამნავლობაში ამზადებდა საჭმელს საკუთარი თავისთვის, მალევე შეიძინა პატარა სადგური და ექვსმაგიდიანი სასადილო გახსნა. 1937 წელს ჰარლანდმა რესტორანი გააფართოვა 147 ადგილამდე. მან რესტორანს Sanders Court & Café დაარქვა.
Sanders Court & Café ზოგადად ემსახურებოდა მოგზაურებს, მაგრამ როდესაც ახალმა გზამ მის რესტორანს აუარა, სანდერსმა ყველაფერი გაყიდა და ამერიკაში მოგზაურობა დაიწყო, რათა მისი რეცეპტები რესტორნების მეპატრონეებისთვის გაეზიარებინა. დამოუკიდებელი რესტორნები თითოეულ ქათამზე უხდიდნენ ოთხ (მოგვიანებით ხუთ) ცენტს, ჰარლანდს კი საშუალება ჰქონდა მენიუში კერძი თავისი სახელით შეეტანა და საიდუმლო ინგრედიენტი არ გაეზიარებინა. 1952 წელს მან რეცეპტი მეგობარს, პიტერ ჰარმანს გაუგზავნა, რომელმას საუთ სალთ ლეიქში, იუტას შტატში ერთ-ერთი უმსხვილესი რესტორანი გახსნა.
დონ ანდერსონმა, ჰარმანის მიერ დაქირავებულმა მხატვარმა რესტორანს „Kentucky Fried Chicken“ დაარქვა, რითაც რესტორანი სხვა ადგილობრივებისაგან განასხვავა. ჰარმანმა დაწერა ფრაზა „თითის ლოკვა კარგია“ („It’s finger lickin’ good“) რაც შემდგომში ობიექტის ლოზუნგად იქცა. მან ასევე შემოიღო „სათლით კვება“. ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდი ზომის ქაღალდის სათლი მათთვის დამახასიათებელ ელემენტად უნდა ქცეულიყო.
1963 წელს ქეი ეფ სის 600 რესტორანი ჰქონდა ამერიკის მასშტაბით. მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ნაწილი 1