ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო – დაპირისპირება “ნაცმოძრაობის” დეპუტატის განცხადებას მოჰყვა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა. დეპუტატი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.

ნიკოლაშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც საკრებულოს წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ურთიერთბრალდებები, რის შემდეგაც  შესვენება გამოცხადდა.

ამასთან, საკრებულოს სხდომის დაწყებისას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა ქვემო ნატანების საჯარო სკოლის საკითხს. როგორც მან აღნიშნა, ყველამ იცოდა, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და განაცხადა, რომ გამოცხადდება ტენდერი და ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა კი აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მხრიდან დროულად უნდა მომხდარიყო რეაგირება.

ამ დროისთვის, სხდომა უკვე განახლდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პროტესტის ნიშნად სხდომას აღარ ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები