პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოს (ISI), მთავარი როლი პაჰალგამის ტერორისტულ თავდასხმაში გამოვლინდა

ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს წყაროების ცნობით, ტერორისტული თავდასხმის უკან, რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა, შეთქმულება, სავარაუდოდ, ISI-ის უფროსი აგენტების მიერ გაცემული დირექტივების შესაბამისად შემუშავდა,- ამის შესახებ ინდური მედია წერს.

წყაროების ცნობით, ანტიტერორისტული ორგანოს, ეროვნული საგამოძიებო სააგენტოს (NIA), წინასწარი ანგარიში 22 აპრილს, პაჰალგამის ველზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოს, სამსახურებთაშორის დაზვერვას (ISI) და ტერორისტულ დაჯგუფება „ლაშქარ-ე-ტაიბას“ (LeT) შორის ოპერატიულ კავშირზე მიუთითებს.

თავდასხმის ორი მთავარი მონაწილე, ჰაშმი მუსა (ასევე ცნობილი როგორც სულემანი) და ალი ბჰაი (ცნობილი როგორც ტალჰა ბჰაი), დადასტურებულად პაკისტანის მოქალაქეები არიან. დაკავებული აგენტების დაკითხვა აჩვენებს, რომ ორივე თავდამსხმელი მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებდა პაკისტანში ხელმძღვანელებთან და ვადების, ლოგისტიკისა და შესრულების შესახებ კონკრეტულ ინსტრუქციებს იღებდა.

სავარაუდოდ, ტერორისტები ინდოეთის ტერიტორიაზე თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიდნენ.

სულ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ და უსაფრთხოების სააგენტოებმა, 2800-ზე მეტი პირი დაკითხეს. 2 მაისის მონაცემებით, 150-ზე მეტი პირი შემდგომი დაკითხვისთვის კვლავ დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები