ოდესაში ღამის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული

ოდესაში ღამის სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული.

ოკუპანტების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია განახლდა და დაზუსტდა.

როგორც ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა დაწერა, ისინი არიან პორტში მარცვლეულის საცავის თანამშრომლები.

მისივე ინფორმაციით, საცავში, რომელსაც რუსული ჭურვი მოხვდა, თითქმის 1000 ტონა მარცვლეული ინახებოდა, რომელიც განადგურდა.

გარდა ამისა, “რაშისტების” ღამის იერიშის შედეგად მთლიანად განადგურდა სასტუმრო “ოდესა”, ასევე, საზღვაო ნავსადგური.

საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ოდესაზე იერიში 19 დრონით და ორი ჰიპერბგერითი რაკეტით – “ონიქსით” იყო მიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები