გოგი მეშველიანი „ბოლნისქალაქობის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი “ბოლნისქალაქობა 2023” -სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებები ძველ გერმანულ უბანში 16:00 საათიდან დაიწყო, სადაც სტუმრებს საბავშვო, შემეცნებით-გასართობი და სპორტული სივრცეები, ანიმატორები, ანიმაციური გმირები, ქუჩის კარნავალი, ატრაქციონები, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა დახვდათ. საზეიმოდ დაიწურა ყურძენი. დღის ბოლოს გაიმართა გალა კონცერტი და მაყურებლის განწყობაზე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონი“, კვარტეტმა „რანინა“, ჯგუფებმა ,,Reggaeon” და ,,Tamada”-ამ იზრუნეს.
გამოვლინდნენ საპატიო ბოლნისელები და ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მათი დაჯილდოების ცერემონია.
მეშველიანის თქმით, საპატიო ბოლნისელის გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა.
„ტრადიციად ქცეული „ბოლნისქალაქობა“ აღვნიშნეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ მაცხოვრებელს ვულოცავ ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქალაქის დღესასწაულს.
მიხარია, რომ ამ დღეს, თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები განსაკუთრებული განწყობით ერთად ვზეიმობთ. წელსაც, გვქონდა შესაძლებლობა გვენახა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და დავსწრებოდით გალა-კონცერტს რომელშიც მონაწილეობდნენ: ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, კვარტეტი „რანინა“, ჯგუფები- ,,Reggaeon” და ,,Tamada”
საპატიო ბოლნისელის გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა. წელს ეს წოდება გადავეცი: შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბოლნისისა და დმანისის სერვისის ცენტრის ღვაწლმოსილ მოქმედ მუშაკს ანზორ შეყილაძეს, ასევე, მუსიკალური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელს, საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების არაერთგზის ლაურეატსა და პრიზიორს, ღირსეულ პედაგოგსა და ლოტბარს, ქალბატონ ნინო დვალიშვილს. გარდაცვალების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე გაწეული მსახურებისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ქ. ბოლნისის მაჩის ბიუროს განყოფილების ყოფილ გამგეს სოლმაზ ნაბიზადეს, რომლის ჯილდოც მისმა შვილმა ქალბატონმა, ლეილა ჩაგელიშვილმა ჩაიბარა. გარდა ამისა, საპატიო ბოლნისელის წოდება მიენიჭათ: მანანა შკუბულიანს, დავით ყაველაშვილს, მუსა ჩობანოვს, გივი საგანელიძესა და რეზო კიკოლიაშვილს.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.