ირაკლი ლატარია: ფარცხალაძის მაგივრად ხაბეიშვილი რომ იყოს, ამავეს იზამდა ნათია თურნავა, ჰოდა რომან გოცირიძემ თავის კუპონებს მიხედოს და უაზრო ურა პატრიოტიზმი სხვაგან გამოიყენოს
ექსპერტი ირაკლი ლატარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება, რომელთა ნაწილიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და მის იმპიჩმენტს ითხოვენ.
როგორც ლატარია წერს, საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და საქართველოში არსებული ანგარიშები უნდა დაუყადაღდეს? ეს სწორი მიდგომაა?
„ნათია თურნავასთან რა უნდა ამ ყაზილარს? საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და საქართველოში არსებული ანგარიშები უნდა დაუყადაღდეს? ეს სწორი მიდგომაა? შეიძლება რაღაცებში კარგად ვერ ვერკვეოდე და სიღრმეები არ ვიცოდე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციას თუ იცავს რომელიმე ინსტიტუტი და მასზე მაღლა არაფერს აყენებს, ამის გამო სურთ იმ ადამიანის დასჯა, რომელიც სწორედაც რომ იცავს კონსტიტუციას? ცოტა რაღაცები ამ ბოლო დროს აირია. ვინც იცავს კანონს, ისინი დასაჯეთო ხოლო ვინც არღვევს, ისინი გაუშვითო. რა ვიცი აბა, საქართველოს მოქალაქეს რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გიცავს, არ მგონია ცუდი ფაქტი… ასევე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფარცხალაძის მაგივრად ხაბეიშვილი რომ იყოს, იმავეს იზამდა ნათია თურნავა, ჰოდა რომან გოცირიძემ თავის კუპონებს მიხედოს და უაზრო ურაპატრიოტიზმი სხვაგან გამოიყენოს რა….“, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.