საგარეჯოში ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე მოსწავლე კი დაშავდა

საგარეჯოში ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე მოსწავლე კი დაშავდა, – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა საგარეჯოს 1-ელი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწრაფად მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 4 მოსწავლე. ისინი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები