უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო გემი დააზიანა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო გემი დააზიანა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Telegram-ზე იუწყება.
„2023 წლის 14 სექტემბერს, დილით, თავდაცვის ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაარტყეს რუსული საოკუპაციო ფლოტის – 22160 „ვასილი ბიკოვის“ საპატრულო ხომალდს. გემმა გარკვეული დაზიანება მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.