რუსეთის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს კოსმოდრომ “ვოტოჩნიზე” შეხვდნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს კოსმოდრომთან დახვდა, მიესალმა და ტერიტორიის დათვალიერება შესთავაზა.
ასევე, მან დაარწმუნა ფხენიანი, რომ კოსმოსურ სფეროსა და თანამგზავრების აშენებაში დაეხმარება.
კინ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე ლიდერები მოსკოვისთვის საბრძოლო იარაღის და მასალების გადაცემაზე იქნება საუბარი, რაზეც ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადა, რომ, ასეთი გარიგების გაფორმების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს.