Apple-მა iPhone 15 და iPhone 15 Plus წარადგინა – რა ეღირება ახალი მოდელები
კომპანია Apple-მა iPhone-ის ყოველწლიური ღონისძიებაზე iPhone 15-ის, iPhone 15 Plus-ის, Pro-სა და Pro Max-ის მოდელები წარადგინა.
iPhone 15 აღჭურვილია 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერითა და A16 Bionic პროცესორით, რომელიც 20%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მისი წინამორბედი.
როგორც ცნობილი ხდება, აშშ-ში iPhone 15-ის ფასი 799 დოლარიდან, ხოლო iPhone 15 Pro-ს ფასი კი დოლარიდან დაიწყება.
მომხმარებლები ახალი iPhone-ების შეკვეთას 15 სექტემბრიდან შეძლებენ, მისი შეძენა კი 22 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, კომპანიამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე მე-9 თაობის ახალი Apple Watches-ი წარადგინა. ამასთან, Apple-მა მომხმარებლებს სრულად გადამუშავებული კობალტით დამზადებული ეკომეგობრული ბატარეები შესთავაზა.