“ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, რამდენიმე ათასი დაკარგულია” – მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი (ფოტო, ვიდეო)

ლიბიის აღმოსავლეთით წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, რამდენიმე ათასი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ ტელეარხ Al-Masar-ს ლიბიის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ოსამა ჰამადიმ განუცხადა.

Reuters-ს ბენღაზის “წითელი ნახევარმთვარის” ხელმძღვანელმა, კაის ფახერმა მანამდე უთხრა, რომ ციკლონ “დანიელის” გამო, სულ მცირე, 150 ადამიანია დაღუპული. მისი ვარაუდით, მსხვერპლი შესაძლოა, 250-მდე გაიზარდოს.

ლიბიური მედიის ცნობით, 10 სექტემბერს ძლიერმა წვიმამ აღმოსავლეთ ლიბიის რიგ ქალაქებსა და დაბებში წყალდიდობა გამოიწვია, მათ შორის, ალ-ბაიდასა და დერნაში.

გადაუღებელი წვიმების შედეგად, აღმოსავლეთ ლიბიაში აეროპორტები და საზღვაო პორტები დაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები