2023 წელს მსოფლიოში მომხდარი მასშტაბური სტიქიური უბედურებები

უკანასკნელ პერიოდში მთელ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს თავს არაერთი სტიქიური უბედურება დაატყდა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხშირად თან სდევს ადამიანური მსხვერპლი, ნადგურდება ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი ზიანი ადგება გარემოს. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივმა კატასტროფებმა წელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი მოიცვა: ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა და ა.შ. ამ სტატიაში გვინდა, წარმოგიდგინოთ 2023 წელს მსოფლიოში მომხდარი მასშტაბური სტიქიური უბედურებები.


 11 იანვარი: კალიფორნიაში, ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, როგორც ცნობილია, კოკისპირული წვიმების, ძლიერი ქარისა და წყალდიდობის გამო, საცხოვრებელი სახლები ათასობით ადამიანმა დატოვა.

14 იანვარი: აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადო მძვინვარებდა, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბიჭი. მეტეოროლოგების თქმით, ცენტრალურ ალაბამაში სულ მცირე 5 ტორნადო დაფიქსირდა.

17 იანვარი: ჩინეთში, ტიბეტის გზატკეცილზე ზვავი ჩამოწვა, რომელმაც საავტომობილო გვირაბი ჩახერგა. შედეგად  28 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 53 ადამიანი გადარჩენა მოახერხეს, რომელთაგან ხუთმა ძლიერი ტრავმები მიიღო.

4 თებერვალი: ჩილეში ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელმა 8300 ჰექტარი ფართობი მოიცვა. რამდენიმე დღეში ხანძარში 300 000 ჰეკტარზე გავრცელდა და შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.

6 თებერვალი: თურქეთსა და სირიაში მოხდა მიწისძვრა, რომლის შედეგადაც 45.000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს დილის 4 საათზე მოხდა, ხოლო განმეორებითი ძლიერი ბიძგები მთელი დღის განმავლობაში მეორდებოდა. მიწისძვრის სიმძლავრემ სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. 

9 თებერვალი:  ინდონეზიაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამთავრობო შენობები.

14 თებერვალი: ახალ ზელანდიაში წყალდიდობის, მეწყერის და ძლიერი ქარის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომდევნო დღეს უამინდობას 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

6 მარტი: ინდონეზიაში გადაუღებელ წვიმას და მეწყერს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

21 მარტი: ავღანეთში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 44 ადამიანი დაშავდა.

27 მარტი: მისისიპის და ალაბამას შტატებს დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა, შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლებამ კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

1 აპრილი: შეერთებული შტატების სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებს თავს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. უშუალოდ ქალაქ ბელდივერში, ქარის გამო, თეატრის სახურავი იმ მომენტში ჩამოინგრა, როცა იქ 260 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 50 წლის მამაკაცი, დაშავდა 40 ადამიანი.

2 მაისი: აშშ-ში მტვრის ქარიშხალს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, სპრინგფილდის მახლობლად გზაზე დაბალი ხილვაობის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60-მდე ავტომობილისა და რამდენიმე ტრაილერის შეჯახება მოხდა. 30-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

4 მაისი: იტალიაში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. რეგიონში 300-მდე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, 23 მდინარე ადიდდა, 400-მდე გზაა დაზიანებული ან წაღებული, 42 მუნიციპალიტეტი კი დატბორა. სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა ქვეყნის სოფლის მეურნეობა. დაიტბორა 5000-ზე მეტი სიმინდისა და მარცვლეულის ფერმა. სულ მცირე, 10 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები.

7 მაისი: კანადაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომხდარის გამო 25 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

8 მაისი: კონგოში წყალდიდობის შედეგად 394 ადამიანი დაიღუპა. გადაუდებელი წვიმები ერთი კვირის განმავლობაში გრძლედებოდა, 8 მაისს კი გლოვის დღე გამოცხადდა.

3 ივნისი: ჰაიტიზე წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული, 8 დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიისგან 7 475 ოჯახი დაზარალდა, დაიტბორა 1219 სახლი, დასავლეთის დეპარტამენტიდან, დაახლოებით 13 390 ადამიანია ევაკუირებული.

16 ივნისი: სერბეთსა და ბოსნიაში, წყალდიდობის გამო, რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სერბეთში 1300 მაშველი და 22 ნავი იყო გამოყენებული ათობით ადამიანის ევაკუაციისთვის. ქალაქ კრალევოსთან მდინარემ ხიდი წაიღო.კრაგუევაცეში მაშველებმა სახლებიდან 12 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, ხოლო 22 მოქალაქე ქალაქ იაგოდინასთან ახლოს მდებარე სოფლიდან. წვიმების შედეგად, მცირე მდინარეებიც ადიდდა, რამაც გზები წაიღო და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

19 ივნისი: საფრანგეთში უამინდობას, ძლიერ ქარსა და წვიმას ებრძოდნენ. გადაუღებელ წვიმას ძლიერი ქარი ახლდა, რომლის სიჩქარე ზოგან 100 კმ/სთ-ს უახლოვდებოდა.

5 ივლისი: ჩინეთში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანია დაღუპული. ადგილობრივი დროით 10 საათისთვის ძლიერმა წვიმამ რაიონში 36 დასახლებული პუნქტი დააზარალა, ასევე დაზარალებულია 37 226 ადამიანი, საიდანაც 11,5 ათასზე მეტს ევაკუაცია სჭირდება.

10 ივლისი: ინდოეთში გადაუღებელ წვიმას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ მთის რაიონები, ექვსი ადამიანი დაიღუპა ჰიმაჩალ პრადეშში, სადაც მეწყერმა 700-მდე გზა ჩახერგა.

17 ივლისი: სამხრეთ კორეაში დატბორილი გვირაბიდან 13 ცხედარი ამოიყვანეს – სტიქიის შედეგად, ქვეყანაში 40 ადამიანია დაღუპული. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, წვიმების შედეგად, მდინარე ადიდდა და გვირაბში 15-მდე ავტომობილი ჩარჩა, მათ შორის ერთი ავტობუსია.

17 ივლისი:  საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძარი დაიწყო, რომელმაც ათასობით ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა. სტიუქიურ უბედურებას 19 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის არეალის გაფართობასთან პარალელურად მიმდინარეობდა ხალხის ევაკუაცია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე ტურისტული ზონებიდან ვიზიტორების. ხანძრის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი დღემდე არ არის ბოლომდე დათვლილი.

21 ივლისი: იტალიაში სეტყვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მოულოდნელ ქარიშხალს სეტყვა მოჰყვა და რეგიონის ქუჩებში სეტყვის დიამეტრმა 10 სანტიმეტრი შეადგინა. სასწრაფო დახმარების სამსახურს დახმარების თხოვნით 500-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. სტიქიის შედეგად ჩამსხვრეულია ფანჯრები, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები.

1 აგვისტო:  ინდონეზიაში გვალვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. გვალვის შედეგად, გარკვეულწილად, სულ 7 500 მაცხოვრებელი დაზარალდა.

3 აგვისტო: პაკისტანში მუსონურ წვიმებს 189 ადამიანი ემსხვერპლა. წვიმების გამო 622 სახლი მთლიანად განადგურდა, 1 626 ნაწილობრივ დაინგრა, 1 013 ფერმის ცხოველი დაიღუპა.

4 აგვისტო:  სლოვენიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, ზოგან 100-200 მმ ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, ზოგიერთი დასახლება კი მთლიანად მოწყდა გარე სამყაროს.

9 აგვისტო: ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ტყის ხანძარი დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი კუნძული ფერფლად აქცია. შედეგად დაიღუპა 110-ზე მეტი ადამიანი და ასობით ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. ცეცხლის თავის გადარჩენის მიზნით ხალხი წყალში ხტებოდა. კუნძულიდან ეტაპობრივად ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა.

11 აგვისტო:  ნორვეგიაში, მასშტაბური წყალდიდობის გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

30 აგვისტო:  შვეიცარიის აღმოსავლეთის სოფელ შვანდენში მეწყერმა ექვსი სახლი გაანადგურა, თუმცა, ადრეული ევაკუაციის გამო, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე დღით ადრე ამავე რაიონში მეწყერი  ჩამოწვა, რის გამოც ხუთი სახლიდან და ორი საწარმოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

8 სექტემბერი: ძლიერი მიწისძვრა მოროკოში, რომელმაც დღეის მდგომარეობით 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  1400-ზე მეტ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს, ყველაზე დიდი მსხვერპლი მარაკეშის სამხრეთით მდებარე პროვინციებშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები