ლიზ ტრასი: დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეოთხე ეპიზოდში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან უწყებებში, როგორიცაა ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა, შეინიშნება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკა, დავოსის ელიტის მხარეს დგომა და ტრანსაქტივისტების მიერ კონკრეტული დეპარტამენტების მიტაცება.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, საკუთარ თავსაც და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც, თავადვე ჩამოართვა ძალაუფლება, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში, ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი, წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია.

“ინგლისის ბანკი საზოგადოებას მორალს უკითხავდა ბრექსიტის დამაზიანებელ შედეგებზე, კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე და ამასთანავე თავადვე დააწესა საკუთარი DEI (მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის) პოლიტიკა. ფინანსთა სამინისტრო ფაქტობრივად ჩინეთის, ევროკავშირის და დავოსის ელიტის მხარეს დგას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტიტუციურად ანტიისრაელურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროზე გავლენა მოახდინეს ისლამისტურმა ძალებმა. თანასწორობის დეპარტამენტი ტრანსაქტივისტების მიერ არის მიტაცებული. მსგავსი მაგალითების გაგრძელება შეიძლება. ბრიტანეთში საზოგადოებას ჩამოუყალიბდა მოლოდინი, თითქოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია პრეზიდენტის მსგავსი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენება. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარული ხდება.” – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისივე განმარტებით, ამ პრობლემების დიდი ნაწილი, შედარებით ახალია, მაგალითად, რამდენიმე ასეული კვაზი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, უზენაესი სასამართლო კი ანგარიშვალდებულებისაგან 2005 წელს გათავისუფლდა.

“თუმცა, ამ პრობლემების დიდი ნაწილი შედარებით ახალი წარმონაქმნია. უზენაესი სასამართლო და ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალი სასამართლო სტრუქტურები 2005 წელს შეიქმნა. სამოქალაქო სამსახურის კოდექსი კანონად 2010 წელს იქცა. 400-ზე მეტი „quango“ – კვაზი სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც მათ ვუწოდებთ – ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. თვით მუდმივი სამოქალაქო სამსახურიც კი ყოველთვის არ არსებობდა: იგი დაარსდა 1854 წელს, Northcut Travel-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები