„ზურმუხტ ქალაქის საოცარი ჯადოქარი” – პრემიერა რუსთაველის თეატრის სცენაზე (ფოტოამბავი)
25 დეკემბერს – 14 იანვარს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა უმასპინძლებს საახალწლო წარმოდგენას – ფრენკ ბაუმის „ზურმუხტ ქალაქის საოცარი ჯადოქარი”.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, ეს არის ჯადოსნური მუსიკალური ზღაპარი ერთ მოქმედებად.
თარგმანი და სცენური ვერსია ვახტანგ ნიკოლავასი; დამდგმელი რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა;
მხატვარი – ანა ნინუა; კოსტიუმების მხატვარი – სოფი ჩალაშვილი; მუსიკალური გაფორმება ლევან მიქელაძის; სიმღერების ტექსტი ვალერიან ოთხოზორიასი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე.
მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, კახი გაზდელიანი, დავით გურგენაძე, ირაკლი კვერღელიძე, ირაკლი კერესელიძე, ბაჩი ლეჟავა, ნანა ლორთქიფანიძე, რუსუდან მაყაშვილი, მარიტა მესხორაძე, ედმონდ მინაშვილი, თემურ ფირცხალაიშვილი, ქეთი ხიტირი.
დასაწყისი 18:00 სთ.
შაბათ-კვირას – 14:00 და 18:00 სთ.





