ოზურგეთის მერია: მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის, მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.
მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.