აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოსახლეობასთან, ყველა შეტყობინებაზე არის მაქსიმალური რეაგირება – გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული

აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოსახლეობასთან, ყველა შეტყობინებაზე არის მაქსიმალური რეაგირება, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

„ფუნქციონირებს ცხელი ხაზი როგორც ოზურგეთის მერიაში, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჩართულია ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახური. ცენტრალური ხელისუფლებიდან აქ ბრძანდებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოსახლეობასთან, ყველა შეტყობინებაზე არის მაქსიმალური რეაგირება, ხდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები