ხულოს მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად დაიწვა, ამის შესახებ “კვირას” ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში ხანძრის დროს მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი უვნებელი გამოიყვანეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას ხულოს მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები