ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში მეწყერი ჩამოწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში, ერემაძეების უბანში, მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, მეწყერმა უბანთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა.

შემთხვევის შედეგად ევაკუირებულია ერთი ოჯახი და მეწყერი ადგილობრივი მცხოვრების, ბაჩუკი ერემაძის საცხოვრებელ სახლსაც საფრთხეს უქმნის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას ეცნობიან.

“კვირა” დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს. 

აღსანიშნავია, რომ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები