ავთანდილ თალაკვაძე: გრძელი და ძალიან რთული დღე იყო – ვრჩებით ხაზზე და განვაგრძობთ სამუშაოებს ყველა მიმართულებით

გრძელი და ძალიან რთული დღე იყო. მადლობა ყველას, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები ყველა მიმართულებით გრძელდება.

„გრძელი და ძალიან რთული დღე იყო. მადლობა ყველას, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად. ვრჩებით ხაზზე და განვაგრძობთ სამუშაოებს ყველა მიმართულებით.

ვუსამძიმრებთ ოჯახებს, ვინც უძვირფასესი ადამიანები და ახლობლები დაკარგეს.

მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი:  577 601 304“, – წერს ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები