აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი ქობულეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესი, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
“უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა რამდენი ოჯახი, მათ შორის, სოფელ ქობულეთში მცხოვრები მინდია ჯაფარიძის და სოფელი ზენითში მცხოვრები იმედო ქათამაძის ოჯახი. ორივე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სარეზერვო ფონდი ქობულეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.
ამ ეტაპზე დასკვნით ეტაპზეა გზების გაწმენდილითი სამუშაოები და გადაადგილება ყველა მიმართულებით შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. განხორციელდა დატბორილი ადგილების ამოტუმბვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები