გურიაში სტიქიას ებრძვიან. მეწყერმა საცხოვრებელი სახლები წაიღო, სტიქიის ზონაში ეძებენ 2 მოზარდს.
მეწყერი რამდენიმე სოფელში ჩამოწვა, დაზიანებულია სახლები, გზები, ხიდები და სხვა ინფრასტუქტურა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მეწყერმა
დაახლოებით 10 სახლი წაიღო.
“ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მეოთხეკლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყრიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.
მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.
მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი,” – აცხადებს ალექსანდრე სარიშვილი “რუსთავი 2-თან”.